4-7 სექტემბერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2020 გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

4-7 სექტემბერს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2020 გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

 

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (International Young Physicists' Tournament ან IYPT) არის გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო სამუშაოებში, შესაბამისად შეჯიბრის ფორმატი მიახლოებულია კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების საერთაშორისო სტანდარტებთან. ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ტურნირში მონაწილეობა არ მოითხვოს შეზღუდულ დროში მოცემული სტანდარტის ამოცანების გაკეთების უნარს. ყოველწლიურად, ზაფხულში 17 ამოცანა ხდება ცნობილი და მათზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები თვითონ წყვეტენ თუ როგორ მიუდგებიან მოცემულ პრობლემას, რაც მათში ამოცანაზე შემოქმედებითად მიდგომის და სწორი კითხვის დასმის უნარს ანვითარებს. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია მოხსენების ეტაპი, ანუ თვითონ ტურნირის მიმდინარეობის პროცესი, სადაც გადამწყვეტია ორიგინალური კითხვებისა და ჭკვიანური პასუხების სწრაფად მოფიქრების უნარი. მოსწავლეები საკუთარი კვლევის მოხსენებასა და სხვისი ნაშრომების ობიექტურ, მეცნიერულ კრიტიკას ეჩვევიან.

 

საქართველოს  ნაკრების შემადგენლობა:

რობიკო ცინცაძე (კომაროვის სკოლა); ზურაბ უგულავა  (კომაროვის სკოლა); ნიკა ნიკურაძე (კომაროვის სკოლა);  ნიკა მალცევი (კომაროვის სკოლა);  ლაზარე ოსმანოვი (ვეკუას  სკოლა). ნაკრების მწვრთნელები:  გიორგი ხომერიკი მიხეილ სოხაშვილი, გიორგი წერეთელი, გიორგი ჯიქიძე  და გიორგი ბახტაძე.

 

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის  ორგანიზატორს, გიორგი ხომერიკს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტურნირის ორგანიზებასა და წარმართვაში გაწეული ღვაწლისთვის.

 

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ნაკრების ხელმძღვანელებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!


ზემოთ